ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში სასამართლო პროცესი დაიწყო


ეგვიპტეში სასამართლო პროცესი დაიწყო
ეგვიპტეში სასამართლო პროცესი დაიწყო

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში 43 დემოკრატი აქტივისტის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ შორის 16 შეერთებული შტატების მოქალაქეა. მათ ბრალი პოლიტიკური აქციების უცხოეთიდან მიღებული თანხებით არალეგალურ დაფინანსებაში ედებათ.

თვითმხილველების თქმით, სასამართლოში პირველ დღეს 13 ბრალდებული გამოცხადდა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, იყვნენ თუ არა მათ შორის შეერთებული შტატების მოქალაქეები. ამერიკელთა ნაწილმა ეგვიპტე უკვე დატოვა, ნაწილი კი ქაიროში შეერთებული შტატების საელჩოს აფარებს თავს.

აღნიშნული პროცესის გამო ამერიკას და ეგვიპტეს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავდა. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა განცხადებით პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ეგვიპტის მხარესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

XS
SM
MD
LG