ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში არჩევნების თარიღი გამოცხადდა


ეგვიპტეში არჩევნების თარიღი გამოცხადდა

კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ივნისს გამოცხადდება.

ეგვიპტეში, ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, პირველ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 23-24 მაისი დასახელდა.

ეგვიპტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფარუქ სულთანის გაცხადებით, თუ საპრეზიდენტო კანდიდატები ხმათა 50 პროცენტს ვერ დააგროვებენ, ხელმეორე არჩევნები 16-17 ივნისს დაინიშნება.

კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 21 ივნისს გამოცხადდება. ეგვიპტის სამხედრო მართველობა პირობას დებს, რომ როგორც კი ხალხის მიერ არჩეული ლიდერი დასახელდება, სამხედრო საბჭო გადადგება და ახლადარჩეულ პრეზიდენტი ხელისუფლებას გადაიბარებს.

ბატონი სულთანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია 30 აპრილიდან დაიწყება. კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნებში ხმის მიცემა ეგვიპტელ რეპატრიანტებსაც შეეძლებათ.

ეგვიპტის ოპოზიცია სამხედრო საბჭოს არასწორ მმართველობაში ადანაშაულებს და გენერლებს მუბარაქის-ტიპის რეპრესიებში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG