ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამიერიდან საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადია


საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექნიკური პარაფირების პროცესი დაასრულა. დოკუმენტზე ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი ხვალ გაიმართება

ვილნიუსში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესი დაიწყო. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ტექნიკური პარაფირების პროცესი დაასრულა.

1000-გვერდიანი დოკუმენტის პარაფირება საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განახორიელეს. დავით ზალკალკიანმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება მიულოცა. "ამიერიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევად ხასიათს იძენს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით“ - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა 2010 წელს დაწყებულ მოლაპარაკებაში მონაწილე ადამიანებს, რომლებიც შეთანხმების მიღწევაზე აქტიურად მუშაობდნენ.

ვილნიუსში მიმდინარე სამიტი ორი დღის განმავლობაში გრძელდება. დოკუმენტზე ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი ხვალ გაიმართება. შეთანხმება ძალაში 2014 წლის სექტემბერში შევა.
XS
SM
MD
LG