ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაიფუნმა დემრიმ ვიეტნამში სულ ცოტა 49 ადამიანი იმსხვერპლა


მძლავრმა ტაიფუნმა, რომელიც ვიეტნამის სამხრეთ-ცენტრალურ სანაპიროს დაატყდა თავს, სულ ცოტა, 49 ადამიანი იმსხვერპლა და რეგიონს დიდი ზიანი მიაყენა.

ვიეტნამის სტიქიური უბედურებების მართვის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულია, მათ შორისაა ხან ჰოა პროვინციის სანაპიროსთან ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის ცხრა წევრი.

ტაიფუნი ვიეტნამს შაბათს დაატყდა და უკვე გაიფანტა, მაგრამ სააგენტომ განაცხადა, რომ წყალდიდობა და დატბორვა, სავარაუდოდ, გაუარესდება, რადგან რეგიონში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG