ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სინოპტიკოსები: ქარიშხალი „ირმა“ უაღრესად სახიფათოა


ქარიშხალი ირმა კარიბის ზღვის ლივარდის კუნძულებიდან დაიძრა და ახლა ბარბუდას უახლოვდება. მეხუთე კატეგორიის შტორმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძვინვარე და საშიშია. ამერიკის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ქარიშხალი კარიბის კუნძულებს ემუქრება, მათ შორის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს და ფლორიდის შტატს. ქარიშხალს კვირის ბოლოსკენ დომინიკის რესპუბლიკაში, ჰაიტისა და ბაჰამის კუნძულების გარშემო ელიან.

„ქარიშხალი ბაჰამის კუნძულებისკენ, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროსა და ფლორიდის შტატის სამხრეთ ნაწილისკენ მიემართება და მას წინ ბევრი უძრავი ქონება დახვდება“, - განუცხადა ქარიშხლის ეროვნული ცენტრის პრესსპიკერმა, დენის ფელტგენმა ამერიკის ხმას.

ოთხშაბათის მონაცემებით, ირმა საათში 295 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს. ქარიშხალმა ირმამ შესაძლოა „კატასტროფული ზარალი“ მიაყენოს იმ ქვეყნებსა და ტერიტორიას, რომელსაც ის ემუქრება, ამბობენ ქარიშხლის ეროვნულ ცენტრში.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, ქარიშხალი „ირმა“ მეოთხე ან მეხუთე კატეგორიას შეინარჩუნებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG