ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურეში ქარიშხალი ჰარვი გაძლიერდა და, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, ტეხასის სანაპიროსკენ მიემართება.

ამერიკელი მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ჰარვი ყველაზე ძლიერი პარასკევს იქნება, როცა მისი სიჩქარე საათში 160 კილომეტრს მიაღწევს.

ქარიშხლები, ზოგადად, სანაპიროს მოახლოებასთან ერთად სუსტდება, თუმცა მეტეოროლოგები ამბობენ, რომ ჰარვის შემთხვევა განსხვავებულია.

ტეხასის სანაპიროზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში 100 სანტიმეტრამდე წვიმის ნალექს ელოდებიან, რაც გაცილებით მეტი რისკების მატარებელია.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, მოსალოდნელია „სიცოცხლისთვის საშიში“ წყალდიდობა.

შტატის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მობილიზებულია სამაშველო და სამძებრო ჯგუფები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG