ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისი, სავარაუდოდ, ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამს ესტუმრება


ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, სავარაუდოდ, მალე ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამს ეწვევა. ინფორმაცია ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა, ნგუიენ შუან ფუკმა, გაავრცელა.

ფუკი ამერიკის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. მხარეები საპრეზიდენტო სასახლეში იმყოფებოდნენ, როდესაც ვიეტნამის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მოელის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ვიზიტს, თუმცა დეტალები ამ ვიზიტის შესახებ არ გაუმხელია.

ამერიკის მთავრობის წევრებს, ვინც ოსტინთან ერთად არიან ვიეტნამში ჩასულები, არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია და "ამერიკის ხმა" კომენტარისთვის თეთრ სახლთან გადაამისამართეს.

ოსტინი ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი ოფიციალური წევრია, ვინც ვიეტნამში ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ, ამერიკამ კოვიდ-19-ის პანდემიასთან საბრძოლველად, ვიეტნამს, მოდერნას 3 მილიონი დოზა ვაქცინა გაუგზავნა.

ოსტინმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა: "ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას სხვადასხვა გზებით... მეგობრები ერთმანეთს ეხმარებიან საგანგებო სიტუაციების დროს".

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ამერიკა აპირებს ჰანოისთან გააღრმავოს კავშირი ჩინეთის მხრიდან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გაძლიერებულ სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით.

"ეს მსოფლიოს ის ნაწილია, სადაც ჩინეთი განაგრძობს იყოს უკიდურესად აგრესიული, ამიტომ [თავდაცვის] მდივნისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ იქ ჩასულიყო",- აცხადებენ პენტაგონში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG