ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიეტნამმა ევროპის 5 ქვეყანას 550 000 პირბადე აჩუქა 


ახალი კორონავირუსის COVID19-ის პანდემიასთან საბრძოლველად, 5 ევროპულ ქვეყანას ვიეტნამმა 550 000 პირბადე აჩუქა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. დახმარებას მიიღებს საფრანგეთი, გერმანია იტალია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. პირბადეები ვიეტნამშია დამზადებული.

ვიეტნამში ახალი კორონავირუსის ინფიცირების დადასტურებული 245 შემთხვევაა და მათგან არცერთი გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება. ვიეტნამი თვეში 5 მილიონი პირბადის გამოშვებას გეგმავს. აზიურმა ქვეყანამ პანდემიის პირობებში დახმარება აღმოუჩინა ჩინეთსაც და კამბოჯასაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG