ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით ზალკალიანი - საქართველო და ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, დღეს ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც “ლევან მიქელაძის ფონდის” და “ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს” ორგანიზებით იმართება და “საქართველო და სამეზობლო” ეწოდება, ონლინ ჩართვისას განაცხადა, რომ რუსეთის 12 წლიანი უწყვეტი აგრესიის გამო, საქართველო დღემდე ომის მდგომარეობაშია.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადებულ პირობებს მუდმივად არღვევს, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების იდეის ერთგული რჩება და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას ახორციელებს.

კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ ჩანს. უფრო მეტიც, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთი აშენებს ახალ ბარიერებს, ხდება ქართველთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ადამიანების გატაცება, წამება და მკვლელობები."

მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმამ, ზოგადად, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას უზარმაზარი დარტყმა მიაყენა. მან დასძინა, რომ "ამიტომ რუსეთის შესაკავებლად ერთიანი საერთაშორისო პოზიციის შექმნას, ახლა უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

დავით ზალკალიანმა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა ეს საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ.

ვიდეო-ხიდის საშუალებით ჩატარებულ კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG