ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადურო ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ახალ გზებს ეძებს


ვენესუელაში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. მათ შორისაა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ახალი, წინააღმდეგობრივი პოლიტიკა იმის შესახებ, რომ მოქმედი ვალუტა კრიპტოვალუტით - პეტროთი იყოს გამყარებული.

ქვეყნის წამყვანი ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ცვლილებები ქვეყანაში ეკონომიკურ არასტაბილურობას კიდევ უფრო გაზრდის.

მადუროს გადაწყვეტილებითვე, სიღარიბესთან ბრძოლის მიზნით, მინიმალური ხელფასი წარმოუდგენელი ოდენობით - 3400 %-ით გაიზარდა და ეს უკვე მეხუთე მსგავსი ნაბიჯი იყო მიმდინარე წელს. ამავე დროს, ინფლაციის დარეგულირების მიზნით, ბანკნოტებიდან "წაიშლება" 5 ნული: ანუ ახალი მინიმალური ხელფასი - 1800 "სუვერენული ბოლივარი" იქნება, ნაცვლად 1, 8 მილიონისა, როგორც აქამდე იყო. ახალი მინიმალური ხელფასი 30 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.

ბოლო წლებში ვენესუელის ეკონომიკური პრობლემების და დაღმასვლის გამო, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG