ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბლუმბერგი" ყველაზე ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ასახელებს


გამოცემა „ბლუმბერგმა“ ყველაზე „ღარიბი ეკონომიკის“ მქონე ქვეყნების სია გამოაქვეყნა. უკვე მეოთხე წელია, რაც ამ სიის „სათავეში“ ვენესუელა სახელდება. ყველაზე წარმატებული ეკონომიკა კი კვლავ ტაილანდსა და სინგაპურს აქვთ.

შეფასება 66 ქვეყნის ინფლაციისა და უმუშევრობის მაჩვენებლებს ეფუძნება. შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო არ იყო.

როგორც ირკვევა, წელს მსოფლიო ეკონომიკისთვის ინფლაცია უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე უმუშევრობა.

"ბლუმბერგის სიღარიბის ინდექსი" ეფუძნება წლების მანძილზე გამოყენებულ კონცეფციას, რომ ინფლაცია და უმუშევრობა ზოგადად აჩვენებს იმას, თუ რამდენად კარგია ამ ქვეყნის მოქალაქეთა ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, ეს მაჩვენებლები პირდაპირპროპორციულად არ გამოხატავს მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობას.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, მექსიკაში სასიკეთო ძვრები შეინიშნება ამ წელს, რადგან ინფლაცია მეტ-ნაკლებად მართვადი გახდა. საპირისპირო მიზეზის გამო, ნაკლებად წარმატებულია რუმინეთის ეკონომიკა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაცია 2018 წლისთვის რუმინეთში დაახლოებით 3.3 % იქნება, ზოგადად კი მისი ეკონომიკური მდგომარეობა 16 ნიშნულით დაქვეითდა და "ბლუმბერგის" ამ სიაში ახლა ის 34-ე ადგილს იკავებს.

Bloomberg Misery Index 2
Bloomberg Misery Index 2

მექსიკას კი შთამბეჭდავი პროგრესი აქვს: ის პირიქით, 16 ნიშნულით დაწინაურდა. ეკონომისტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იქნება ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შენარჩუნება 4%-ის ნიშნულზე. გასულ წელს ის 6 %-ს შეადგენდა. უმუშევრობა კი, სავარაუდოდ, კვლავ დარჩება 3.4 %-ის ფარგლებში.

მალაიზიის სიღარიბის მაჩვენებელმა დაიკლო და ქვეყანამ გასული წლის 43-ე ადგილიდან 52-ე ადგილზე გადაინაცვლა. საუდის არაბეთმა კი, მიუხედავად ნავთობის გაყიდვებით ქვეყანაში არსებული დიდძალი ქონებისა, ყველაზე ღარიბი ეკონომიკის ქვეყნების ათეულში გადაინაცვლა.

შეერთებული შტატების სიღარიბის ინდექსიც, სავარაუდოდ, ამ წელს უნდა გაუმჯობესდეს. ჩინეთის სიღარიბის მაჩვენებელი კი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს, 5.5-იდან 6.5- მდე გაიზარდა. მომხმარებელთა მიერ გადახდილი თანხები კი წელს 2.3% ით გაიზარდა, როცა ეს მაჩვენებელი წინა წელს 1.6% იყო. სხვა აზიური ქვეყნების ეკონომიკები ყველაზე ღარიბი ქვეყნების რიგებში არ მოხვედრილან. ​

Facebook Forum

XS
SM
MD
LG