ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არგენტინის ლიდერი ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციას არ ემხრობა


არგენტინის პრეზიდენტი, მაურისიო მაკრი ერთ-ერთი ის ლიდერია, ლათინური ამერიკიდან, რომლის განცხადებითაც, ამერიკის სამხედრო ინტერვენცია ვენესუელაში დემოკრატიას ვერ მოიტანს.

მარსი არგენტინაში ვიზიტით მყოფ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა, რის შემდეგაც პრესასთან განცხადებაა გააკეთა.

„ძალის გამოყენება არ არის გამოსავალი“, - აღნიშნა მან. „ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დიპლომატიური და ეკონომიკური უნარ-ჩვენები, რათა ვენესუელაში დემოკრატიის დაუყოვნებელ აღდგენას შევუწყოთ ხელი“.

მაკრის თქმით, ლათინურ ამერიკაში კრიზისის სამხედრო გადაწყვეტისადმი მტრული დამოკიდებულება არსებობს. პენსს მსგავსი მოსაზრების მოსმენა კოლუმბიის პრეზიდენტ, ხუან მანუელ სანტოსისგანაც მოუწია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ამერიკის სამხედრო ჩარევას ვენესუელაში. ხოლო მაიკ პენსის თქმით, ამერიკა არ იჯდება გულხელდაკრეფილი მაშინ, როდესაც ვენესუელა დიქტატურად ყალიბდება.

არგენტინა ამ დროისთვის ვენესუელიდან 60,000 დევნილს მასპინძლობს.

კარაკასი პოლიტიკური და ეკონომიკურ კრიზისშია ჩაძირული, შეზღუდულია მოსახლეობის წვდომა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, როგორიცაა პური, შაქარი თუ ზეთი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG