ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელის ლიდერმა ნიკოლას მადურომ თქვა, რომ სურს შეხვდეს კაცს, რომელმაც მას სანქციები დაუწესა-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მადურომ მის საქციელს „იმპერიალისტური აგრესია“ უწოდა.

ახლად დანიშნულ 545 წევრიან საკონსტიტუციო ასამბლეაში მიმართვით გამოსვლისას, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მადურომ თქვა, რომ ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალება მისცა, შეერთებულ შტატებს მიმართოს, რათა პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის ან შეხვედრის საკითხი შეათანხმოს.

ტრამპის ადმინისტრაციამ მადუროს „დიქტატორი“ უწოდა და 31 ივლისს, საკონსტიტუციო ასამბლეის არჩევის შემდეგ, რომელსაც ვაშინგტონმა „არალეგიტიმური“ უწოდა, მადუროს და მასთან ერთად, ვენესუელის ორ ათეულ, ყოფილ და ამჟამინდელ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG