ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონკლავი დაიწყო


კათოლიკური სამყარო ახალი პაპის მოლოდინშია

კათოლიკური სამყარო ახალი პაპის დანიშვნას ელოდებიან. ეს გადაწყვეტილება 115 კარდინალმა უნდა მიიღოს.

დღეს კარდინალები სიქსტის ტაძარში შეიკრიბნენ და ახალი პაპის არჩევამდე იქ დარჩებიან. მანამდე მათ ერთობლივი მესა აღავლინეს. დანამდვილებით არავინ იცის ახალი პაპის არჩევას რამდენი დრო დასჭირდება. მაგრამ როგორც კი კარდინალები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ტაძრის სახურავზე სპეციალური ბუხრიდან თეთრი კვამლი ამოვა.

ახალი პაპის არჩევას 77 ხმა დასჭირდება, რაც კარდინალთა კონკლავის შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ჯერჯერობით, კარდინალებს გამოკვეთილი ფავოროტი არ ყავთ.
XS
SM
MD
LG