ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპ იოანე პავლე მეორეს წმინდანად შერაცხავენ


პაპმა ფრანცისკმა წარმოშობით პოლონელი პაპის კანონიზაციას მხარი დაუჭირა

ვატიკანის განცხადებით, პაპ იოანე პავლე მეორეს რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად შერაცხავენ. ეკლესიის წარმომადგენლებმა დღეს დაადასტურეს, რომ პაპმა ფრანცისკმა წარმოშობით პოლონელი პაპის კანონიზაციას მხარი დაუჭირა.
იოანე პავლე მეორე პაპის რანგში ოცდაშვიდი წლის განმავლობაში მოღვაწეობისას პოპულარული ფიგურა იყო. ვატიკანის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იოანე პავლე მეორეს სიყვარულმა ახალგაზრდა თაობისადმი საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო ახალგაზრდების დღეების ტრადიციას. იოანე პავლე მეორეს ასევე სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან დიალოგის მომხრე კათოლიკე წინამძღვარად იცნობენ.
XS
SM
MD
LG