ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვალერი პეკრესი საფრანგეთში ანგარიშგასაწევ საპრეზიდენტო კანდიდატად გამოიკვეთა


ვალერი პეკრესი, რესპუბლიკელების კანდიდატი
ვალერი პეკრესი, რესპუბლიკელების კანდიდატი

ვალერი პეკრესი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" პირველი ქალი კანდიდატი იქნება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში, მას პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დამარცხების დიდი შანსი აქვს. თუ ეს ასე მოხდება, ის საფრანგეთის პირველი ქალი ლიდერი გახდება.

პეკრესი სააგენტო „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ეროვნული საზღვრების დაცვა, ქალაქში გეტოების აღმოფხვრა და მზარდ ვალთან გამკლავებაა.

„ჩვენ უნდა აღვადგინოთ წესრიგი, როგორც ჩვენს ქუჩებსა ასევე ჩვენს ეროვნულ ანგარიშებში“, - აცხადებს ის.

პეკრესი ნიკოლას სარკოზი ადმინისტრაციაში განათლების და ხაზინის მინისტრის თანამდებობები ეკავა. მისი თქმით, ის საფრანგეთის საპენსიო სისტემის რეფორმას ჩაატარებს და ასევე სახელმწიფო ხარჯების საკითხს გადახედავს. პეკრესი ამბობს, რომ ის იქნება "2/3-ით ანგელა მერკელი და 1/3 ტეტჩერი".

„მე ვარ ქალი, რომელიც იღებს რჩევას, წყვეტს და მოქმედებს“, - თქვა მან.

პეკრესის პარტიას, "რესპუბლიკელებს" რომლის ფესვებიც შარლ დე გოლის პრეზიდენტობის პერიოდამდე მიდის, სირთულეები მას შემდეგ დაუდგა, რაც 2017 წელს, ემანუელ მაკრონმა მოახერხა, ქვეყნის ტრადიციული პარტიების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი უპირატესობით გამარჯვება. ახლა პარტია ვერ ახერხებს სხვადასხვა მემარჯვენე და კონსევატიული ფრაქციების გაერთიანებას.

ვალერი პეკრესი პარიზის გარეუბანში დაიბადა და განათლება საფრანგეთს ელიტურ „ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლაში“ მიიღო. ის კონსერვატორ კოლეგებთან შედარებით ცენტრისკენ იხრება. თუმცა მისი რიტორიკა იმიგრაციასა და იდენტობაზე ბოლო პერიოდში გამკაცრდა, რაც მისი ოპონენტებისგან რადიკალი მემარჯვენე, მარინ ლე პენისა და ახალი რადიკალი კანდიდატის, ერიკ ზემურისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

გამოკითხვების მიხედვით, ის ჩამორჩება პრეზიდენტ მაკრონს და მისი რეიტინგი ახლოსაა მარინ ლე პენის მაჩვენებელთან. მეოთხე ადგილზე მათ ერიკ ზემური მოსდევს. პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, სამივე კანდიდატი მეორე ტურში გადასვლისთვის იბრძოლებს. მიმომხილველები ამბობენ, თუ პეკრესი მოახერხებს მეორე ტურში გადასვლას, ის პრეზიდენტ მაკრონისთვის, დანარჩენ ოპონენტებთან შედარებით, ყველაზე ანგარიშგასაწევი მეტოქე იქნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG