ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკრონი: "მინდა არავაქცინირებულების გაღიზიანება"


საფრანგეთის მთავრობამ, ოთხშაბათს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უხეში განცხადება დაიცვა. მაკრონმა გამოცემა „Le Parisien”-თან სლენგი გამოიყენა და თქვა, რომ მას სურს არავაქცინირებულთა „გაღიზიანება“ და მათთვის ცხოვრების გართულება. ამ კომენტარს ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

“მათი გაღიზიანება მინდა. ამას გავაკეთებთ ბოლომდე. ესაა სტრატეგია“, - განაცხადა მაკრონმა სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.

საფრანგეთმა გასულ წელს ე.წ. ჯანდაცვის ბარათები შეიმუშავა, რომელიც კოვიდ-19-ის ტესტის და ვაქცინაციის მოწმობის გარეშე არ აძლევს საშუალებას მოსახლეობას რესტორნებში, კაფეებსა თუ სხვა დაწესებულებებში შევიდნენ. მთავრობას სურს ამის ვაქცინის პასპორტად გარდაქმნა, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებს მისცემს დახურული საჯარო სირვცეებით სარგებლობის უფლებას.

„პრეზიდენტმა მსგავსი რამ არ უნდა თქვას“, -განაცხადა ქრისტიან ჟაკობმა, კონსერვატორული „რესპუბლიკელების“ პარტიის თავმდჯომარემ. თუმცა მთავრობის პრესსპიკერმა მაკრონის კომენტარი დაიცვა და თქვა, რომ არავაქცინირებულნი გამოწვევას უქმნიან ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებსა და ბიზნესებს.

„ემანუელ მაკრონი არ იმსახურებს თანამდებობას“, - განაცხადა მემარჯვენე რადიკალური „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა.

ამ დროისთვის საფრანგეთში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, მოსახლეობის 90 პროცენტია აცრილი. ქვეყანას ევროპაში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

ინტერვიუში მაკრონმა არავაქცინირებულებს „უპასუხისმგებლო“ უწოდა და აღნიშნა, რომ „უპასუხისმგებლო ადამიანები მოქალაქეები აღარ არიან“.

ვაქცინის პასპორტის შემოტანა საფრანგეთში 15 იანვრიდან განიხილება.

პარალელურად ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები იხლოვდება. ამ დროისთვის მაკრონს არ განუცხადებია იბრძოლებს თუ არა აპრილის არჩევნებში, თუმცა მისი დამხმარეები მის კამპანიას უკვე ამზადებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG