ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი ვაქცინის პასპორტზე უარის თქმას აპირებს


კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში გრძელდება. ბოლო თვეებია, არაერთ ქვეყანაში კამათობენ და მსჯელობენ იმის შესახებ, უნდა იქნას თუ არა შემოღებული ე.წ. ვაქცინაციის პასპორტი. საკითხს როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეები ჰყავს.

ვაქცინის პასპორტის შემოღებაზე დიდი ბრიტანეთი უკვე რამდენიმე კვირაა მსჯელობს და ამ დრომდე პროცესი არ დასრულდებულა.

„დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში შესაძლოა ე.წ. ვაქცინის პასპორტის შემოღება არ მოხდეს. ამის მიზეზად კი მაღალი რანგის ოფიციალური პირების დამოკიდებულება სახელდება, რომლებიც კანონის შეცვლის წინააღმდეგნი არიან.

არსებობდა ვარაუდი, რომ დიდ ბრიტანეთში ე.წ. ვაქცინის პასპორტს შემოიღებდნენ, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის წინ წარადგენდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რომელიც სპეციალური ჯგუფის წევრების ოფიციალურ პოზიციას ეფუძნება, ე.წ. ვაქცინის პასპორტზე მსჯელობა გრძელდება და ამ დრომდე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ვაქცინის პასპორტის შემოღებას განსაკუთრებით ქვეყანაში კონსერვატიული პარტია ეწინააღმდეგება. ინიციატივის წინააღმდეგია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.

ცნობისთვის, ე.წ. ვაქცინის პასპორტის შემორებაზე ქვეყნის მასშტაბით (ფედერალურ დონეზე) ამერიკაშიც უარი თქვეს. თუმცა, გარკვეული შტატები მაინც გეგმავენ ე.წ. პასპორტების შექმნას. ნიუ-იორკში უკვე არსებობს სპეციალური აპლიკაცია, სადაც ვაქცინირებული ადამიანის მონაცემები გროვდება. ე.წ. დიჯიტალ პასპორტის პრეზენტაციას ქალაქის მერი ბილ დე ბლასიო დაესწრო.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG