ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ვაქცინის 274,411,901 დოზაა გამოყენებული 


ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით ქვეყანაში 274,411,901 მილიონი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა გამოყენებული. ოფიციალური მონაცემებით დამატებით ქვეყანის სხვადასხვა შტატში გამოყენებისთვის განაწილებულია 344,503,595 მილიონი ვაქცინა.

CDC-ის ცნობით ამ დროისთვის ამერიკაში ვაქცინის ერთი დოზა მიღებული აქვს 157,827,208 მილიონ ადამიანს, სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა კი 123 828 224 მილიონს შეადგენს.

ამ დროისთვის ამერიკაში 3 ვაქცინა: "ფაიზერი", "მოდერნა" და "ჯონსონი და ჯონსონი" არის ხელმისაწვდომი.ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება თუ მიღებული აქვს, ფაიზერისა და მოდერნას ​ორ-ორი დოზა და გასულია 2 კვირა, ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში ერთი დოზა და გასულია 2 კვირა.

წარმატებული ვაქცინაციის პროცესით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. გასულ კვირას პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მოსახლეობას მიმართეს და სრულად ვაქცინირებულებს ახალი რეკომენდაციები გააცნეს. ჯო ბაიდენმა საზოგადოებას უთხრა, რომ ადამიანები ვისაც ვაქცინაცია სრულად აქვთ ჩატარებული უმეტესად პირბადის ტარება აღარ დასჭირდებოდათ. ბაიდენი და კამალა ჰარისი მედიისა და საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ პირბადის გარეშე, ისინი სრულად ვაქცინირებულებიარიან.

პრეზიდენტის განცხადებამდე ინფორმაცია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით რეკომენდაციები არავაქცინირებულებისათვის იგივე დარჩა. მათ კვლავ უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები. რაც შეეხებათ ვაქცინირებულ ადამიანებს, CDC-ის რეკომენდაციით მათ პირბადე თვითმფრინავებსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა ატარონ.

მიღებულ გადაწყვეტილებას ამერიკელი მედიკოსების ნაწილი არ იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ CDC-ის ახალი რეკომენდაციები დამაბნეველია და მისი კონტროლი შეუძლებელი. მიმდინარე დებატებმა ამერიკაში ე.წ. ვაქცინის პასპორტის აუცილებლობაზე საუბრები განაახლა.

ამერიკაში უკვე დაწყებულია 12-15 წლის მოზარდების აცრაც. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა "ფაიზერის" მიერ შექმნილი ვაქცინის მოზარდებში გამოყენების რეკომენდაცია გასცა. მანამდე ვაქცინები 16 წლიდან იყო ნებადართული. გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებში მარტში დასრულებულ კვლევას ეფუძნება, რომელმაც მოზარდებში დაავადების პრევენციის 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG