ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ გლობალური მედიის სააგენტოს "ღია ტექნოლოგიის ფონდის" დაფინანსების შეწყვეტა სურს


შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო გამოვიდა წინადადებით, ფედერალური დაფინანსება დაუბლოკოს დამოუკიდებელ არაკომერციულ “ღია ტექნოლოგიის ფონდს”, რომელიც ამ ფულს, ინტერნეტის თავისუფლების გასაუმჯობესებელი პროექტებისთვის გრანტებისთვის იყენებს.

15 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ პეკმა, შეთავაზებული დაბლოკვის მიზეზად, ინტერესთა კონფლიქტი და ფონდში არსებული სავარაუდო დარღვევები დაასახელა. ამ წინადადებას თუ მიიღებენ, შესაძლოა დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას, ნებისმიერი ფედერალური სუბიექტისგან ფონდების მიღება სამი წლით დაებლოკოს.

2012 წელს, “რადიო თავისუფალი აზიის” - ასევე აშშ გლობალური მედიის სააგენტოს გრანტის მიმღების - ნაწილად დაარსებულ ფონდს, წინადადების გასაპროტესტებლად 30 დღე აქვს.

სააგენტომ “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ “ღია ტექნოლოგიის ფონდს” მიაწოდა მემორანდუმები დაქირავებული კერძო იურიდიული ფირმის, მაკგვაიარვუდსისგან რომელიც ნორმების დაცვის გადახედვას ითხოვდა. 10 დეკემბრით დათარიღებულ მემორანდუმში, რომელსაც “ამერიკის ხმა” გაეცნო, მაკგვაიერვუდსი ამბობს, რომ ფონდის რესურსები “პოტენციური იურიდიული დარღვევების და გაფლანგვის” საკითხზე შეაფასა. მაკგვაიერვუდსი აცხადებს, რომ ნორმების შესაბამისობის საკითხზე გამოძიებაში, ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ “ბევრმა პროექტმა, როგორც ჩანს, არავითარი შედეგი არ გამოიღო.”

თუმცა მემორანდუმში აღნიშნულია, რომ შეფასება შეზღუდული იყო, რადგან ფონდმა დოკუმენტები არ წარმოადგინა და პერსონალთან შეუზღუდავი გასაუბრების საშუალება არ უზრუნველჰყო.

“ღია ტექნოლოგიის ფონდის” პრეზიდენტმა ლორა კანინგჰემმა პეკის წერილში მოყვანილ ბრალდებებს “უსაფუძვლო და უაღრესად აბსურდული” უწოდა.

შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტო ზედამხედველობას უწევს ასევე “ამერიკის ხმას”, “რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას”, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს და შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ ახალი ამბების და საინფორმაციო სხვა ორგანიზაციებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG