ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი "ნიუ იორკ თაიმსს" პასუხობს


ობამას ადმინისტრაცია ირანელებთან მოლაპარაკებებს 2009 წლიდან აწარმოებს

შეერთებული შტატები უარყოფს გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციას, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები ამ საკითხზე მუშაობას გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებთან და გერმანიასთან ერთად გააგრძელებს.

ამერიკული გაზეთის ინფორმაციით, ობამას ადმინისტრაცია ირანელებთან მოლაპარაკებებს 2009 წლიდან აწარმოებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ირანი შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის არჩევას ელოდება, ვაშინგტონს კი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე საუბარი სურს და არ აპირებს თეირანთან სირიის პრობლემის განხილვას.
XS
SM
MD
LG