ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ალ-ყაიდას დამფინანსებლებს ეძებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუშინ ალ ფადის და ადელ რადი საქრ ალ ვაჰაბის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ირანში მოქმედ ალ-ყაიდას ორ ყველაზე აქტიურ წევრზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოს სახით 12 მილიონი დოლარი გაიცემა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ვაშინგტონი საკმაოდ სერიოზულად უდგება ირანში ალყაიდას მოქმედების მოცულობის შეკვეცას.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ტერორისტთა ქსელის ორი წარმომადგენელი ირანში ალ-ყაიდას დაფინანსების მოძიების საქმეში მნიშვნელოვან წყაროდ მოიხსენია. მუშინ ალ ფადის და ადელ რადი საქრ ალ ვაჰაბის ადგილმდებარეობის დადგენა აშშ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
XS
SM
MD
LG