ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები ალ ყაიდას აფრიკაში ებრძვის


აშშ-ის კონტრტერორისტული სამსახური ცდილობს რეგიონის მეამბოხეებს ალ ყაიდას დამარცხებაში დაეხმაროს

თეთრი სახლი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში ალ ყაიდას დაჯგუფების წინააღმდეგ დრონებით შეტევას აპირებს.

სამშაბათს, „ვაშინგტონ პოსტმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც თეთრი სახლის მიერ ჩატარებულ შეხვედრებს ეხება. შეხვედრების მთავარი თემა ჩრილოეთ აფრიკაში მოქმედი ალ ყაიდას დაჯგუფების საწინააღმდეგოდ მიმართული ცალმხრივი ოპერაციები იყო.

ბოლო დროს, ჩრდილოეთ აფრიკაში, და განსაკუთრებით, ჩრდილოეთ მალიში ალ ყაიდას დაჯგუფება განსაკუთრებით გააქტიურდა. „ვაშინგტონ პოსტის" განცხადებით, აშშ-ის კონტრტერორისტული სამსახური ცდილობს რეგიონის მეამბოხეებს ალ ყაიდას დამარცხებაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG