ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვეტერანთა დღე ვაშინგტონში


პრაზიდენტი ობამა თეთრ სახლში ვეტერანების ერთ ნაწილს და მათ ოჯახებს მასპინძლობს

შეერთებულ შტატებში დღეს ვეტერანთა დღეს აღნიშნავენ. მილიონობით ამერიკელს ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად, პრეზიდენტი ობამაც შეუერთდება. ის თეთრ სახლში ვეტერანების ერთ ნაწილს და მათ ოჯახებს მასპინძლობს. მოგვიანებით კი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაღუპული მეომრების საფლავს გვირგვინით შეამკობს.

ვეტერანთა დღე ამერიკაში პირველად 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების ერთი წლისთავზე აღნიშნეს. დღეს ვეტერანთა დღე ყველა ომში მონაწილე ამერიკელ ვეტერანს მიაგებს პატივს.
XS
SM
MD
LG