ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუდანელ მკვლელებზე ჯილდო დაწესდა


2008 წელს სუდანში ამერიკელი დიპლომატი და მისი მძღოლი მოკლეს

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა ორ სუდანელზე, რომლებმაც ამერიკელი დიპლომატი და მისი მძღოლი მოკლეს.

ალჰაი ალჰასან ჰაჯ ჰამადის და მოჰამედ მაკავი იბრაჰიმ მოჰამედის თავებზე ხუთ-ხუთ მილიონი დოლარის გასამრჯელოა დაწესებული.

ეს პირები იმ ხუთ ეჭვმიტანილთა შორის არიან, რომლებმაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში, 2008 წლის ახალი წლის დღესასწაულზე ამერიკელი დიპლომატი მაიკლ გრანვილი და მისი მძღოლი აბდელრაჰმან აბას რაჰამა მოკლეს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დანაშაულში მონაწილე პირები ოფიციალურად შეიყვანა ტერორისტების რიცხვში.
XS
SM
MD
LG