ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ატლანტა-სამხრეთის დედაქალაქი


50 წლის წინ სამხრეთ შტატებში რასობრივი სიძულვილი და დისკრიმინაცია სუფევდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:18 0:00
ბმული

ბირმინგემი, ალაბამას შტატში, სამოციან წლებთან შედარებით, დღეს სავსებით სხვაგვარად გამოიყურება.

თეთრკანიანები და შავკანიანები ერთად გულშემატკივრობენ საკუთარი ქალაქის ბეისბოლის გუნდს.

რასობრივი სიძულვილის და დისკრიმინაციის ამ ყოფილ კერაში, 50 წლის წინ ეს ვერ მოხდებოდა .

მას შემდეგ, რაც სამოქალაქო უფლებების და საარჩევნო კანონები იქნა მიღებული (სამოციან წლებში), კარი გაიღო ბირმინგემის მერის, ვილიამ ბელისთვის და 800 ზე მეტი შავკანიანი არჩეული თანამდებობის პირისთვის, რომლებიც ახლა სამხრეთში მსახურობენ. ბელი ამბობს, რომ ამას უნდა ვუმადლოდეთ იმ მსხვერპლს, რაც მილიონობით ადამიანმა გაიღო რასობრივი სეგრეგაციის აღმოსაფხვრელად.

„სეგრეგაციის ხერხემალში გადატეხვა აქ, ბირმინგემში თუ მოხერხდებოდა, მაშინ ეს მთელ სამხრეთში იქნებოდა შესაძლებელი. ამისათვის კარგი ადამიანები, კაცები და ქალები, თეთრკანიანები და შავკანიანები, კათოლიკები, ბაპტისტები, მაჰმადიანები, ებრაელები, ყველა ჯურის ადამიანი გაერთიანდა და სთქვეს, ჩვენ წინ აღვუდგებით ამ ბოროტებასო. ისინი ერთობლივად დაეხმარნენ ბირმინგემის შეცვლას.“

არც თუ ისე შორს, მისისიპის შტატში, სამოქალაქო უფლებების მოძრაობამ ფლონზი ბრაუნ რაითს შთააგონა დაეწყო პოლიტიკური კარიერა.

„1968 წელს მე ამირჩიეს თანამდებობაზე მედისონის ოლქში (შტატი მისისიპი) ასე, რომ მე გავხდი თანამდებობაზე არჩეული პირველი აფრო-ამერიკელი ქალი.“

მილტონ ანდერსონიც ახალი, ინტეგრირებული სამხრეთის პირმშოა.
„1963 ან 1964 ში უმეტეს შემთხვევაში ყოვლად შეუძლებელი იყო ჩემნაირი უბრალო წარმომავლობის ადამიანისთვის, გამხდარიყო მისისიპის ან სამხრეთის ნებისმიერი შტატის წამყვანი კოლეჯის პრეზიდენტი.“

ბირმინგემში, ქალაქის მერი ბელი ეკონომიკურ განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა ბეისბოლის ახალი სტადიონი. იმავდროულად ის აგრძელებს მცდელობას რათა გააუმჯობესოს რასობრივი ურთიერთობები და შექმნას თანაბარი შესაძლებლობები ყველა მცხოვრებისთვის.

„თქვენ შეგიძლიათ იყოთ, ის ვინც გინდათ რომ იყოთ, გქონდეთ თქვენი სასურველი ცხოვრების სტილი და გქონდეთ ეს შესაძლებლობები იმის შედეგად, რაც აქ მოხდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის გამო. ეს უნაკლოა? არა, მაგრამ ბევრად უკეთესია, ვიდრე ადრე და მომავალი თაობისთვის ბევრად მეტი შესაძლებლობებია.“

ჯეფ დრიუ ბირმინგემის სადაზღვევო სააგენტოს მეპატრონეა. ის ამბობს, რომ ახლა აფრო-ამერიკელებს ისეთი შესაძლებლობები აქვთ, რაზეც 50 წლის წინ მხოლოდ ოცნება შეეძლოთ.

„შავკანიანები და თეთრკანიანები ბირმინგემში ერთად შრომობენ, ისინი სოციალურადაც ერთად არიან. მთლიანობაში რასობრივი ურთიერთობები ბევრად უკეთესია, ვიდრე 50 წლის წინ იყო.“

აფრო-ამერიკელების სარეკორდო რაოდენობა უბრუნდება სამხრეთის ქალაქებს ხელმისაწვდობი საცხოვრებლის და სამუშაო ადგილების გამო როგორც აქ, ატლანტაში. ქალაქის მერი ამბობს, რომ ატლანტა ახალი სამხრეთის დედაქალაქია.

„ჩვენი საზოგადოების მომავალი ნიჭიერ ადამიანებზეა დამოკიდებული.“
ქალაქის მერი კასიმ რიდი ამბობს, რომ ატლანტას ქვეყანაში მეორე ადგილი უკავია აფრო-ამერიკელი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.

„ატლანტა არის შავკანიანი მოსახლეობისთვის, შეერთებულ შტატებში ყველაზე დინამიური ბაზარი, ჩვენთან არსებული ჩართულობის პროგრამების და იმის გამო რომ მხარს ვუჭერთ ტალანტს და დამსახურებას.“

დოქტორ კინგის ოცნება სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების შესახებ, სინამდვილე ხდება სამხრეთის ბევრ ნაწილში. შავკანიანები და თეთრკანიანები პოულობენ თანაცხოვრების გზებს და წარმატებას აღწევენ, რაც შეიძლება სხვებისთვისაც მისაბაძი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG