ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში უძრავი ქონების ბაზარი უმჯობესდება


თუმცა 2006 წელს უძრავ ქონებაზე დაფიქსირებულ მაღალ ფასებთან შედარებით, ამ მომენტისთვის სახლების ღირებულება 28 პროცენტით დაბალია

ამერიკის შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ფასები, ისევე როგორც სამომხმარებლო ნდობის ინდექსი მკვეთრად გაიზარდა.

ანალოგიური მონაცემები, ბოლო შვიდი წლის მანძილზე, უპრეცედენტოა.
კომპანია „სტანდარდ ენ ფურსის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკის ერთერთ უმთავრეს- უძრავი ქონების სექტორში- გაჯანსაღების ნიშნები შეინიშნება და უკვე ზედიზედ მესამე თვეა უძრავ ქონებაზე გაზრდილი ფასები, და მოთხონის გააქტიურება ფიქსირდება.

მიუხედავად იმედისმომცემი ნიშნებისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2006 წელს უძრავ ქონებაზე დაფიქსირებულ მაღალ ფასებთან შედარებით ამ მომენტისთვის სახლების ღირებულება 28 პროცენტით დაბალია.
XS
SM
MD
LG