ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოპულარული მოზარდი კიბოთი გარდაიცვალა


ზეკ სობიეკი პოპულარული საკუთარი სიმღერით გახდა, რომელიც მან სიკვდილის თემას მიუძღვნა

18 წლის სარკომით დაავადებული ზეკ სობიეკი, რომლის ისტორიაც მსოფლიოში ცნობილი გახდა, გარდაიცვალა.

მინესოტას შტატის მკვიდრი ზაკ სობიეკი პოპულარული საკუთარი სიმღერით გახდა, რომელიც მან სიკვდილის თემას მიუძღვნა. სობიეკმა ვიდეო იუთუბზე გასული წლის დეკემბერში ატვირთა, რომელიც დღემდე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

სიმღერის პოპულარობამ გადააწყვეტინა ამერიკელ ვარსკვლავებს, გადაეღოთ ვიდეო, რომელშიც ისინი ზეკის სიმღერას ტუჩებით სინქრონს გაუკეთებდნენ.

სობიეკს იშვიათი სახის ძვლის კიბო ჰქონდა, რომელიც 14 წლის ასაკში დაუდგინდა, ხოლო ერთი წლის წინ მას ექიმებმა რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს.
XS
SM
MD
LG