ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ მაკ-გოვერნი გარდაიცვალა


ჯორჯ მაკ-გოვერნმა სახელი ჯერ კიდევ 1972 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაითქვა

გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი კანონმდებელი, ჯორჯ მაკ-გოვერნი. შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მან 24 წელი იმსახურა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, - ნათქვამია ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 90 წლის კანონმდებელი სამხრეთ დაკოტაში ცხოვრობდა.

ჯორჯ მაკ-გოვერნმა სახელი ჯერ კიდევ 1972 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაითქვა. დემოკრატი კანდიდატი პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ იყრიდა კენჭს და მისი საარჩევნო პლატფორმა ვიეტნამის ომის დამთავრებას ემყარებოდა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ყოფილი პილოტი აცხადებდა, რომ მისი მთავარი ცხოვრებისეული კრედო კონფლიქტების სამშვიდობო გზებით მოგვარება გახლდათ.
XS
SM
MD
LG