ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უპრეცედენტო შემთხვევა


ამერიკაში ყოველწლიურად 100 ბავშვი სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ამერიკაში ყოველწლიურად 800 ათასი ბავშვი იკარგება. მათ უმრავლესობას პოლიცია რამდენიმე საათში პოულობს. ხოლო დაახლოებით 100 სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ხდება.

ამანდა ბერი, ჯინა დეიუსუსი და მიშელ ნაითი 10 წლის წინ გაიტაცეს. ისინი დღეს ცოცხლები და თავისუფლები არიან. რობერტ ლაუერი დაკარგული ბავშვების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ 10 წლიანი დატყვევების შემდეგ სამი გოგონას პოვნა უპრეცედენტო შემთხვევაა:

„ეს ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევაა, როცა ერთ გამტაცებელს რამდენიმე ქალი ერთად ჰყავდა დატყვევებული. კლივლენდიდან დეტალები ჯერ არ გვაქვს და ზუსტად არ ვიცით შეიძლება თუ არა ამ ადამიანს სხვა ქალებიც ჰყავდეს გატაცებული. ასეთი დანაშაული ძალიან იშვიათად ხდება.“

ჩვეულებრივ, რაც უფრო დიდი ხნით არიან ბავშვები დაკარგული, მით უფრო ნაკლებია მათი ცოცხალი პოვნის შანსი. მაგრამ ლაური ამბობს, რომ ეს შემთხვევა იმედინს ახალ ნაპერწკალს აჩენს. ჯეისი დუგარდი მოტაცებიდან 18 წლის შემდეგ იპოვნეს კალიფორნიაში, ელიზაბეტ სმარტი კი 9 თვის.

კლივლენდში 10 წლის წინ დაკარგული გოგონების ცოცხლად გამოჩენას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ადამიანები ვერ გაურბიან იმაზე ფიქრს, თუ რა შეიძლება გადაეტანათ დატყვევებულ თინეიჯერებს სახლის სარდაფში. ისინი ამბობსნ, რომ გამტაცებელი 52 წლის არიელ კასტროა. მას გოგონები სარდაფში ჰყავდა დაბმული, აუპატიურებდა და დაუნდობლად სცემდა.

ლაუერი ამბობს, რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ გარშემო შეიძლება სექსუალური მოძალადეები იყვნენ. ამიტომ, ყველთვის ყურადღებით უნდა იყვნენ და უცხო ადამიანების მიახლოებას ან მათთან გამოლაპარაკებას თავი უნდა მოარიდონ.

„თუ ვიღაცამ მათი გატაცება სცადა, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ შეეწინააღმდეგონ, იყვირონ, იხმაურუნ, იქნიონ ხელ-ფეხი იმისთვის, რომ სხვა ადამიანების ყურადღება მიიქციონ. გამტაცებლებისგან დასხლტომას ჩვეულებრივ სწორედ ის ბავშვები ახერხებენ, რომლებიც ასე იქცევიან.“

კლივლენდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა იშვიათობაა. 10 წლის წინ სამი გოგონას გატაცება, მათი დამონება და უწყვეტი ფიზიკური, მორალური თუ სექსუალური შეურაცხყოფა დღეს მთელს ამერიკაში განხილვის თემაა. ბავშვთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ მოსახლეობის ყურადღების გამახვილება ასეთ დანაშაულზე პოტენციურ გამტაცებლებს ხელს შეუშლის დანაშაულის ჩადენაში.
XS
SM
MD
LG