ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა


რიჩარდ ნორლანდი: ამერიკა გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიის გზაზე


შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს მოსახლეობას ახალ წელი მიულოცა. მისი მილოცვა საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა და ასევე გააშუქა სააგენტო „ინტერპრესნიუსმა.“

როგორც რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, თბილისში სადღესასწაულოდ იმყოფება მისი ქალიშვილი, რომელსაც ჯვრის მონასტერი დაათვალიერებინა.

"გადავყურებდი უძველეს დედაქალაქ მცხეთას და ვფიქრობდი, რომ ოდესღაც საქართველოს მეფეები და დედოფლები მართავდნენ. დღეს კი, საქართველოს მართავთ თქვენ - ქართველი ხალხი. 2012 წელი საქართველოსთვის ისტორიული წელი იყო. ოქტომბერში თქვენ საარჩევნო უბნებისკენ გაემართეთ და მშვიდობიანად ისარგებლეთ დემოკრატიული უფლებით, აგერჩიათ თქვენი ლიდერები და ხელისუფლებაში მოგეყვანათ ახალი მთავრობა. საქართველოში ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება გახლდათ დადებული დეკლარაცია იმისა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიული იდეალების ერთგულია, -განაცხადა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
XS
SM
MD
LG