ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებმა ვაშინგტონში სამომავლო გეგმები დასახეს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, ეკონომიკის ენერგეტიკის სავაჭრო და კულტურის სფეროებში დაკავებულმა სამუშაო ჯგუფებმა მუშაობა სამშაბათს, 18 დეკემბერს გააგრძელეს. საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ეკონომიკის, ენერგეტიკის და ვაჭრობის ჯგუფების შეხვედრას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ეკონომიკის და ბიზნეს ურთიერთობათა ბიურო მასპინძლობდა.

შეხვედრებზე საუბარი იყო ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობაზე, სოფლის მეურნეობის და ინტელექტუალური უფლებების დაცვაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე და რესურსების დივერსიფიკაციაზე. ასევე განიხილეს ინფრასტრუქტურის განვითარების და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები.

კულტურული ურთიერთთანამშრომლობის სფეროში დაიგეგმა საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი ღონისძიებები, ისაუბრეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე კვლევებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების და ინგლისური ენის შესწავლის შემდგომი სრულყოფის გზებზე.
XS
SM
MD
LG