ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიუჯეტის შეკვეცის პირველი ეფექტი


გადატვირთული აეროპორტების სიაში ლოს ანჯელესის, ატლანტას და ჩიკაგოს აეროპორტები შედიან

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტმანეტის მდივანმა ჯანეტ ნაპოლიტანომ ამერიკაში მოგზაურობის მსურველები გააფრთხილა, რომ სამთავრობო ხარჯების შეკვეცების გამო, მგზავრებს აეროპორტებში საბაჟო შემოწმების რიგებში დგომა დიდხანს მოუწევთ.

ორშაბათს ნაპოლიტანომ აღნიშნა, რომ გადატვირთული აეროპორტების სიაში ლოს ანჯელესის, ატლანტას და ჩიკაგოს აეროპორტები შედიან. მან ასევე დასძინა, რომ სიტუაცია უფრო მეტად დამძიმდება, თუ ხარჯების შეკვეცასთან ერთად თანამშრომელთა სამუშაო საათებიც შემცირდება.

აეროპორტების მომსახურების ხარჯების შეკვეცა მთავრობის 85-მილიარდიანმა შეკვეცამ განაპირობა, რომელიც ავტომატურად შაბათს ამოქმედდა, როდესაც კონგრესი და თეთრი სახლი ბიუჯეტის საკითხზე ვერ შეთანხმდა.
XS
SM
MD
LG