ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო მდივნის განცხადება


კერის განცხადებით, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას ძირითადი თემა ირანის ბირთვული პროგრამა იქნება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ირანთან მის წინააღმდეგობრივ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო რჩება.
მან აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების დროს, ძირითადი თემა სწორედ ირანის ბირთვული პროგრამაა:

„მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ ერთმანეთთან საუბრის მიზნით შედეგს ვერ მოიტანს. გარდა ამისა, მოლაპარაკებები დაყოვნების მიზეზი არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, მოლაპრაკებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება.“

მან ეს განცხადება დღეს რიადში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პრინც საუდ ალ ფაიზალთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სახელწიფო მდივანი ასევე შეხვდა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს. ეს შეხვედრა ისრაელში პრეზიდენტ ობამასა და სახელმწიფო მდივან კერის ისრაელში ვიზიტამდე ორი კვირით ადრე გაიმართა.
XS
SM
MD
LG