ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა: სირიის წინააღმდეგ "მტკიცე და შესაბამის ზომებს" მივიღებთ


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გაატარებს „მტკიცე და შესაბამის ზომებს“ სირიის ხელისუფლების მიერ სამხრეთ-დასავლეთ სირიაში დე-ესკალაციის ზონაში ნებისმიერი დარღვევის პასუხად. დე-ესკალაციის შესახებ პაქტს გასულ წელს ხელი ამერიკამ, იორდანიამ და რუსეთმა მოაწერეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჰეთერ ნაუერტმა ხუთშაბათს საღამოს თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და დეესკალაციის პაქტი შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა იყო, იმისთვის, რომ სირიის კონფლიქტის დეესკალაცია მომხდარიყო, გადაერჩინათ ადამიანთა სიცოცხლე და შეექმნათ ისთი პირობები, რომ ადამიანებს უსაფრთხო გარემოში, საკუთარ სახლებში შესძლებოდათ დაბრუნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG