ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარე კვირა ვაშინგტონში


Obama Citizens Medal

ფხენიანის ბირთვული ამბიცია, საბიუჯეტო კრიზისი და ობამას კანდიდატები

მიმდინარე კვირას ვაშინგტონის მთავარი პოლიტიკური თემა ამერიკის და წყნარი ოკეანის რეგიონის ურთიერთობები იქნება. ამ საკითხის განსახილველად ვაშინგტონს პარასკევს იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე ეწვევა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მაიკლ ბომანი არკვევდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტ ობამას შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა იქნება.
„ჩრდილოეთ კორეას ეს ქმედება საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა აპატიოს. მჯერა, რომ ამ მიმართულებით იაპონიის და შეერთებული შტატების ერთობლივი მუშაობა გადამწყვეტი იქნება, რათა გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს ახალი რეზოლუცია და დააწესოს დამატებითი სანქციები,“ - განაცხადა შინზო აბემ.
გასულ კვირას, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული ბომბის გამოცდა დაგმო და განაცხადა, რომ „საპასუხო ზომებზე“ დაიწყებს მუშაობას. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯორნ კერიმ განაცხადა, ჩრდილოეთ კორეამ ამ ქმედების შედეგები უნდა იგრძნოს.
„ჩატარებული გამოცდა ძალიან პროვოკაციული აქტი იყო, რომელის იმსახურებს ძლიერ, სწრაფ და დამაჯერებელ პასუხს გლობალური თანამეგობრობისგან,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.
ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციების გარდა, შეერთებული შტატები და იაპონია იმ ეკონომიკურ სირთულეებსაც განიხილავენ, რომლის დაძლევას ორივე ქვეყანა ცდილობს. ამერიკასაც და იაპონიასაც ეკონომიკური ზრდის უარყოფითი მაჩვენებლი აქვს, თუმცა იმედოვნებენ რომ მიმდინარე წელი გარდამტეხი იქნება.
შეერთებულ შტატებში თუკი კონგრესი და პრეზიდენტი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას ფედერალური დანახარაჯების შემცირებაზე, 1 მარტს ავტომატურად ამოქმედდება ბიუჯეტის შეკვეცა. გასულ კვირას ვაშინგტონში კანონმდებლებმა ვერ შეძლეს ამ თემაზე საერთო ენის გამონახვა. დემოკრატები დანახარჯების შერეულ შემცირებას ემხრობიან. წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა ნენსი პელოსიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტის პოზიციასთან თანხმობა, რაც დაბალანსებულ მიდგომას ითვალისწინებს. პელოსის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საშუალო კლასის გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და დეფიციტის შემცირებას.
რესპუბლიკელები კი უარყოფენ ნებისმიერ მცდელობას, რაც შემოსავლებზე გადასახადების ახალი სისტემის შემოღებას შეეხება.
„სეკვესტრი მანამდე იქნება ძალაში, ვიდრე არ დავადგებით იმ გზას, რომელიც მომავალი ათი წლის განმავლობაში დაბალანსებულ ბიუჯეტამდე მიგვიყვანს,“ - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა.
ვიდრე კონგრესი საბიუჯეტო საკითხებზე დავობს, სენატში ობამას კაბინეტის წევრობის ორი კანდიდატის განხილვისთვის ემზადებიან. ამ კვირაში თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ჩაკ ჰეგელის და ცენტრალური დაზვერვის დირექტრის თანამდებობაზე ნომინირებული ჯონ ბრენანის გარშემო სენტაში კვლავ იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG