ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი კონგრესმენები ეთიკის ნორმებს არღვევენ?


Capitol Building

ამერიკის კონგრესმენები ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ ნაყიდი ბილეთებით ხშირად დაფრინავენ საერთაშორისო რეისებზე

გავლენიანი გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აცხადებს, რომ ეთიკის ახალი ნორმების შემუშავების მიუხედავად, ამერიკის კონგრესმენები ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიერ ნაყიდი ბილეთებით ხშირად დაფრინავენ საერთაშორისო რეისებზე.

"ვაშინგტონ პოსტი" აცხადებს, რომ კონგრესის ფინანსურ ანგარიშში ჩანს, რომ 21 ამერიკელი კონგრესმენი საზღვარგარეთ უცხო ქვეყნის დაფინასებით წავიდა. ეს რაოდენობა ორჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს. სტატიის თანახმად, 2005-2011 წლებში კონგრესმენებმა და მათი აპარატის წევრებმა 800 ფრენა განახორციელეს სხვისი დაფინანსებით.

ამ ტურების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონგრესმენებისა და მათი სტაფერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა და ის, რომ ეს ვიზიტები გადასახადების გადამხდელთა ფულით არ დაფინანსდეს.
XS
SM
MD
LG