ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიის წინააღმდეგ ახალ რეზოლუციას ამზადებს


სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო წნეხი სულ უფრო იზრდება. სირიის სამთავრობო ძალების ძალადობის შეწყვეტის მიზნით, აშშ-ი გაეროს უშიშროების საბჭოში ახალ რეზოლუციას ამზადებს. ამასთან თურქეთიის ლიდერი დამასკოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის კორიდორის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
აშშ ახალი რეზოლუციის პროექტში "კატეგორიულად მოითხოვს" სირიისგან ყოველგვარი ძალადობის შეწყვეტას და მოსახლეობის დაცვას. ამასთან, გმობს ადამიანის უფლებების სისტემატიურ დარღვევას. თავის მხრივ ამერიკა მოუწოდებს ოპოზიციას შეწყვიტოს ძალადობა უმალვე, როგორც კი შესრულდება რეზოლუციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნები. ამ ფონზე, რუსეთი და ჩინეთი სირიას კვლავ მხარდაჭერას უცხადებენ.
XS
SM
MD
LG