ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, სირიაში ბრძოლა გრძელდება


მიუხედავად შეერთებული შტატების მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში ბრძოლა გრძელდება.

ქალაქ სეილანპინართან ხმამაღალი აფეთქებების და საარტილერიო ცეცხლი ხმა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა.

17 ოქტომბერს, თურქეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ანკარა ხუთი დღის განმავლობაში არ მიიტანდა შეტევას ქურთ მებრძოლებეზე. თურქეთი, სირიის ქურთულ შენაერთებს, თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად და ტერიტორისტებად მიიჩნევს.

შეთანხმებით, ქურთი მებრძოლები თურქეთის საზღვრის გასწვრივ ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ.

თურქეთმა ქურთულ შენაერთებზე თავდასხმა გასულ კვირას დაიწყო, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწვეტილება მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG