ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ჯარი ერაყში საბრძოლო მისიას წლის ბოლოს დაასრულებს


მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ერაყში საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებენ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადჰიმისთან შეხვედრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ახალი როლი იქნება “გააგრძელონ წვრთნა და დახმარების აღმოჩენა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თავის გართმევაში, როცა ამის საჭროება წამოიჭრება, მაგრამ ჩვენ წლის ბოლომდე ვაპირებთ საბრძოლო მისია დავამთავროთ“.

პრეზიდენტმა უარი თქვა დაესახელებინა თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ერაყში. დღეის მონაცემებით იქ 2500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე პირი იმყოფება.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა და ერაყმა გამოაქვეყნეს, მხარეები აცხადებენ, რომ „უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობა სრულად გარდაიქმნება ტრეინინგის, რჩევების, დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების როლად და 2021 წლის 31 დეკემბრისთვის ერაყში არ იქნებიან ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც საბრძოლო როლი ექნებათ“.

შეერთებული შტატები და ერაყი ამერიკის სამხედრო მისიისთვის როლის შეცვლაზე აპრილში შეთანხმდნენ, თუმცა მაშინ მხარეებს ვადები არ განუსაზღვრავთ. გასულ კვირას ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაუდ ჰოსეინმა „ამერიკის ხმის“ ქურთულ განყოფილებას უთხრა, რომ ვაშინგტონი და ქაბული ერაყში ამერიკის საბრძოლო მისიის დამთავრებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG