ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ რუსეთის საზღვაო ძალებს ნებისმიერ მტერზე თავდასხმა შეუძლია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებს ნებისმიერი მტრის დაფიქსირება და მის წინააღმდეგ ისეთი თავდასხმის განხორციელება შეუძლია, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იქნება.

ეს განცხადება ვლადიმირ პუტინმა ყირიმის ნახევარკუნძულთან მოძრავი ბრიტანული ხომალდის თაობაზე დაწყებული დაძაბულობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი წყალქვეშა თუ წყალზედა ან საჰაერო სივრცეში მყოფი მტერი აღმოვაჩინოთ და თავს დავესხათ", - განაცხადა პრეზიდენტმა რუსეთის საზღვაო ძალების აღლუმისას სანქტ-პეტერბურგში.

ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ მან გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ბომბებიც ჩამოაგდო ბრიტანეთის საბრძოლო ხომალდის გზაზე, რომელიც მან ყირიმის წყლებიდან განდევნა. ბრიტანეთმა უარყო, რომ ბომბები იყო გამოყენებული, რაც შეეხება გასროლებს, განაცხადეს, რომ ეს სამხედრო წვრთნების ფარგლებში განხორციელებულ სროლად მიიჩნიეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG