ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის


რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უკრაინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსკოვი აცხადებს, რომ 2014 წელს, მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფაში კიევს ადანაშაულებს.

რუსეთმა, კიევის წინააღმდეგ სარჩელი ხუთი თვის შემდეგ იმავე სასამართლოში შეიტანა, სადაც უკრაინა რუსეთს რამდენიმე საქმეზე უჩივის.

რუსეთი თავის საჩივარში უკრაინას ასევე ბრალს სდებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში, 2014 წელს ევრომაიდნის მოვლენების დროს და ქვეყნის აღმოსავლეთით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტის დროს.

მოსკოვი ასევე აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, რუსეთის სამხრეთში ადამიანები დაიღუპნენ.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთი ცდილობს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება მეტი საჩივარი იყოს.

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის მიერ აპრილში გამოქვეყნებული გამოძიება აჩვენებს, რომ რუსეთში ბაზირებული და რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების ადვოკატების მიერ, დონეცკსა და ლუგანსკის კონფლიქტებთან დაკავშირებით, უკრაინის წინააღმდეგ 6 000-ზე მეტი საჩივარი აქვთ შეტანილი.

2014 წლის აპრილში, დონბასში დაწყებული ომის შედეგად 13 200 მეტი ადამიანი დაიღუპა და უფრო მეტი დაიჭრა. ერთი თვით ადრე, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა.

მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რუსეთი სეპარატისტებისთვის იარაღით, მებრძოლებით ან დაფინანსებით დახმარებას უარყოფს. დენის მალიუსკი ამბობს, რომ მოსკოვმა სტრასბურგის სასამართლო დააბნია.

თავის მხრივ, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ 9 საჩივარი აქვს შეტანილი, მათ შორის მალაიზიური ავიაკომპანიის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ.

თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა, როცა რუსული წარმოების სარაკეტო ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოვარდა. გასროლა სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან განხორციელდა. ავიაკატასტროფის შედეგად 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

საერთაშორისო გამომძიებელთა ჯგუფმა 2018 წელს დაასკვნა, რომ გასროლილი რაკეტა რუსეთის 53-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადის საკუთრებაში იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG