ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეკ ლიუ ხაზინის მდივნის თანამდებობაზე წარადგინეს


სენატის მიერ დამტკიცების შემთხევაში ის ამ პოსტზე ტიმოთი გაიტნერს შეცვლის

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრის სახლის აპარატის უფროსი ჯეკ ლიუ ხაზინის მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.
სენატის მიერ დამტკიცების შემთხევაში ის ამ პოსტზე ტიმოთი გაიტნერს შეცვლის. ჯეკ ლიუმ თავისი კარიერა 1973 წელს კონკრესმენის თანაშემწის პოსტზე დაიწყო. ის პრეზიდენტ კლინტონის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებში ბიუჯეტის პრობლემებზე მუშაობდა.
ის ბანკირიც იყო, რომელიც ინვესტიციებს ანხორციელებდა. ლიუ კარგი რეპუტაციით სარგებლობს, როგორც მკაცრი საბანკო-საფინანსო პოლიტიკის გამტარებელი.
დამტკიცების შემთხვევაში მას მძიმე გამოცდა ელის წინ, როდესაც კონგრესი და თეთრი სახლი ფედერალური ბიუჯეტის და სახელმწიფო ვალის გამო დაუპირისპირდებიან ერთანეთს.
ოთხი წლის წინ შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის დირექტორად ტიმოთი გაიტნერი დაამტკიცეს, როდესაც უმუშევრობამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, საფონდო ბირჟები ჩამოშლის პირას იყო და ამერიკის ეკონომიკა უმძიმეს კრიზისში იმყოფებოდა.
გაიტნერმა წარმატებით გაართვა თავი ამ ამოცანას და ობამას ადმინისტრაციას 700 მილიარდი დოლარის გამოყენების საშუალება მისცა უდიდესი ამერიკული კომპანიებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მიზნით.
როგორც ამერიკელი ეკონომისტი დესმონდ ლაქმანი ამბობს:“ ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში იყო, ბევრი ფიქრობდა,რომ დიდი დეპრესია კარზე იყო მომდგარი, თუმცა მან შეძლოა სიტუაცის გამოსწორება.“
მიხედავად ამისა ლაქმანი და სხვა ეკონომისტები მაინც აკრიტიკებენ გაიტნერის პოლიტიკას, რომელმაც ვერ შეძლო ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფა:“ ის ყოველთვის უოლ სტრიტის, ანუ მდიდრების ინტერესებს იცავდა, იმის მაგივრად უბრალო ადამიანების სამსახურში ჩამდგარიყო.“
პოლიტიკის სწავლების ინსტიტუტის ექსპერტი სარა ანდერსონი ოპტიმისტურად არის განწყობილი ხაზინის მომავალი მდივანის მიმართ.
მისი თქმით:“ ცენტრალური ბანკის მომავალმა დირექტორმა სამ რამეზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. პირველ რიგში უოლ სტრიტის საქმოსნების მოთოკვა უნდა მოხდეს. მეორე, რამდენად გაითვალისწინებს ის იმ ამერიკელების ინტერესებს, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის გამო საკუთარი სახლები დაკარგეს და ბანკების დავალიანება აღმოაჩნდათ. და მესამე როგორ გაუმკავდება ის ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემას და შეძლებს თუ არა ეკონომიკური აღორძინების ხელშეწყობას.“
მომავალი ორი თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ჯეკ ლიუსთვის. თუმცა ბევრი რამ კონგრესში ბიუჯეტის შესახებ მომავალი დებატების დროს გადაწყდება.
XS
SM
MD
LG