ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ხაზინის დეპრატამენტი სირიელ მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს


აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის რვა ციხეზე, რომელსაც ბაშარ ალ ასადის სადაზვერვო სააგენტოები მართავს, სანქციები დააწესა. მიზეზი პოლიტპატიმრებისა და სხვა დაკავებულების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკაა.

დეპარტამენტმა ასევე სანქციები დაუწესა სირიის ხელისუფლების იმ ხუთ მაღალჩინოსანს, ვინც ამ ციხეებს აკონტროლებს.

„ასადის რეჟიმმა, სირიელი ხალხის წინააღმდეგ დაუნდობელი ომი წარმართა, დააპატიმრა ასობით ათასი სირიელი, რომლებიც ხელისუფლებას რეფორმებისა და ცვლილებებისკენ მოუწოდებდნენ. დაკავებულთაგან მინიმუმ 14 000 ადამიანი წამებით მოკლეს“ - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

სახაზინო დეპარტამენტმა ასევე სანქციები დაუწესა სირიის შეიარაღებულ ჯგუფს „არჰრარ ალ-შარქიას“ და მის ლიდერებს.

„არჰრარ ალ-შარქია“ 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ, სირიის კონფლიქტში ერთ-ერთ ცნობილი მილიციად იქცა და თურქეთის მხარდაჭერილ ჯგუფებთან ერთად, სირიის ჩრდილოეთის ნაწილებს აკონტროლებს.

„დემოკრატიების დაცვის ფონდის“ ანალიტიკოსი, აიკან ერდემირი ამბობს, რომ ხაზინის დეპრატამენტის სანქციები ანკარასთვის ძლიერი გზავნილი უნდა იყოს.

„პარტნიორობამ, [თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის მთავრობასა და „არჰრარ ალ-შარქიას“ შორის, ანკარა აიძულა თვალი დახუჭოს მებრძოლთა დაჯგუფებების მიერ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მრავალ დანაშაულზე, რომელთა სამიზნე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები იყვნენ“ - აცხადებს ერდემირი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

ერდემრის თქმით, ხაზინის დეპარტამენტის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ „ბაიდენის ადმინისტრაციის მოთმინება იწურება, როდესაც საქმე ეხება ერდოღანის მთავრობის მიერ, სირიაში ყოფილი ჯიჰადისტების მარიონეტებად გამოყენებას, რაც ძირს უთხრის აშშ-ის ძალისხმევას, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.“

XS
SM
MD
LG