ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი მოსამართლის გადაწყვეტილებას გმობს


ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის ბოლო საიმიგრაციო განკარგულება დაბლოკა, თეთრი სახლის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. საუბარია განკარგულებაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში შემოსვლას ზღუდავს.

თეთრი სახლი ჰავაის მოსამართლეს დერიკ უოტსონს ბრალს სდებს იმაში, რომ ის ხელს უშლის პრეზიდენტის მცდელობას, „დანერგოს მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტები“ და ამით უკეთ უზრუნველყოს შეერთებული შტატების მოქალაქეთა დაცვა. დღეს ჰავაის ფედერალურ მოსამართლეს მერილენდის მოსამართლე თეოდორ ჩანგიც შეუერთდა. პრეზიდენტ ტრამპის განკარგულება სხვადასხვა სახით ზღუდავს ქვეყანაში ჩადის, ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის და იემენის მოქალაქეთა შემოსვლას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG