ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ 4 ტერორისტი დააკავა


ჯგუფის ხელმძღვანელი შეერთებული შტატების ავიაციაში მსახურებდა და ის ავღანეთში დააპატიმრეს

შეერთებულმა შტატებმა ტერორიზმის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი სამხედრო პირია. ისინი ამერიკის მოქალაქეთა მოკვლის მიზნით ალ-ყაიდაში და თალიბანში გაწევრიანდნენ.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ჯგუფი მიზნად სამხედრო ბაზების და სხვა სამთავრობო ოფისების აფეთქებას ისახავდა. საჰილ ომარ კაბირმა, ავღანეთში დაბადებულმა ამერიკის მოქალაქემ, 2010 წელს ორ მოხალისეს ანვარ ალ-ავლაყის რადიკალური ისლამის დოქტრინა გააცნო. ალ-ავლაყი შარშან ამერიკული დრონის შეტევის შედეგად იქნა მოკული. მოგვიანებით, ჯგუფს მეოთხე ადამიანი დაემატა და კაბირი მათი სახელით ავღანეთში ტერორისტებთან შესახვედრად გაემგზავრა. ის 2000-2001 წლებში სამხედრო ავიაციაში მსახურობდა. კაბირი ამჟამად ავღანეთშია დაპატიმრებული. დანარჩენი სამი კი კალიფორნიის შტატში აიყვანეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15-წლიანი პატიმრობა ელით.
XS
SM
MD
LG