ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი: ამერიკა სირიას პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დატოვებს


შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკული ძალების მიერ სირიის დატოვების გეგმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "ტვიტერზე" გამოცხადებული გადაწყვეტილებიდან, რამდენიმე საათში მზად იყო. თუმცა, გეგმაში ჩადებულია წინასწარი პირობები, რა შემთხვევაში დატოვებს ჯარის ნაწილები სირიას. იქ ამჟამად 2 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

პენტაგონის პრესსპიკერის შონ რობერტსონის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებიდან ასევე ჩანს, რომ სირიის დატოვება სწრაფად და უახლოეს მომავალში არ მოხდება. მისი თქმით, გეგმა, რომელიც ამერიკელ მეთაურებს აქვთ, "ეფუძნება პირობების დაკმაყოფილებას" და არა ზუსტი თარიღების შემცველ განრიგს. რობერტსონმა პირობებს შორის, უსაფრთხოების მოსაზრებები დაასახელა, მაგრამ ზედმეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

გაურკვევლობა დეკემბერში გაჩნდა, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" გამოაცხადა, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია და ამერიკელი ჯარისკაცები მალე შინ დაბრუნდებიან. ამ საკითხზე უთანხმოება, როგორც ჩანს, გადამწყვეტი ფაქტორი გახდა თავდაცვის დეპარტამენტის მდივან გენერალ ჯიმ მატისისთვის, რომელმაც პოსტი ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე დღეში დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG