ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ სირიის გამო რუსეთთან მოლაპარაკება გადადო


სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვაშინგტონი რეაგირების გზებს განიხილავს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკება სირიაში გამწვავებული სიტუაციის გამო გადადო. ვაშინგტონი დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე რეაგირების გზებს განიხილავს.

თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეიგელის განცხადებით, შეერთებული შტატები გადაწყვეტილებას მოკავშირეებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მიიღებს. მან ტელეკომპანია „ბი-ბი-სისთან“ დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის არმია ადგილზეა და სრულ მზადგყოფნაში იმყოფება იმისთვის, რომ პრეზიდენტ ობამას ნებისმიერი განკარგულება შეასრულოს. თეთრი სახლის პრესმდივანმა ორშაბათს განაცხადა, რომ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციას „ძალზე მცირე ეჭვი“ რჩება.

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქიმიური იარაღით მიტანილ იერიშებთან დაკავშირებით, დასავლეთს მტკიცებულებები საერთოდ არ გააჩნია. გენადი დავლატოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წუხს ვაშინგტონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მოსკოვთან მოლაპარაკების შეყოვნებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG