ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი: სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს


26 აგვისტო, 2013
ორშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სჯერა, რომ ანგარიშვალდებულება უნდა არსებობდეს ამ საზარელი იარაღის-ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ. კერის არ დაუკონკრეტებია, თუ მოქმედების რა ვარიანტს მიმართავს პრეზიდენტი.

კერიმ დასძინა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებას ადგილი ვერ ექნება შესაბამისი შედეგების გარეშე და რომ "ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ანგარიშვალდებულება, რათა მსგავსი იარაღი აღარასოდეს იქნას გამოყენებული."

დღესვე, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ინდონეზიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება საერთაშორისო თანამეგობრობასთან და სამართლებრივ ჩარჩოებთან იქნება შესაბამისობაში.

ამ ფონზე, ამერიკელი სენატორები, ჯონ მაკეინის ჩათვლით, სირიის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ შეზღუდული სახით საჰაერო თავდასხმებს მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG