ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაკარგული ბავშვობა


მილიონობით სირიელ ლტოლვილს შორის ნახევარზე მეტი ბავშვია

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:02:04 0:00
ბმული

გაეროს ორი სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო ომის მესამე წელიწადს სირიელ ბავშვთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იმ სირიელ ლტოლვილთა შორის, ვინც თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა - ნახევარზე მეტი ბავშვია. ეს ბავშვები ძალადობას გამოექცნენ და დღეს ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ანტონიო გუიტერესის განცხადებით, სხვადასახვა ქვეყნების თავშესაფრებში მცხოვრებ ბავშვთა უმეტესობა ტრამვირებულია და დეპრესია და გულგატეხილობა ტანჯავს:

„ სირიის გარეთ დევნილ ბავშვთა რაოდენობა ადგილზე იძულებით გადაადგილებულ ბავშვებთან ერთად მილიონებს აღწევს. ბევრი მათგანის ოჯახი საცხოვრებელს გამუდმებით იცვლის, ზოგი კი საკუთარ სოფელშია გამომწყვდეული და დაპირისპირების ადგილიდან ვერ გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სირიამ შესაძლოა მთელი მომავალი თაობა დაკარგოს.“

გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, სირიელ ლტოლვილ ბავშვთა ერთი მესამედი 11 წლისაა. აქედან 167 ათას მცირეწლოვანს ძლიერი ფსიქოლოგიური სტრესიის გამო ფსიქოლოგიური თერაპია სჭირდება. არიან ისეთებიც, ვისაც ამ მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება.

უნისეფის დირექტორის მოადგილის იოკა ბრანდტის თქმით, სირიელი ბავშვების კრიზისი თანდათანობით ღრმავდება. გასულ წელს ამ ბავშვების რაოდენობა 70 ათასი იყო, დღეს კი ისინი მილიონობით არიან:

„საქმე მარტო შიშს და ტრამვას არ ეხება. ბავშვებს ნორმალური ბავშვობა წაერთვათ, გამუდმებით რისკის ქვეშ არიან და საკუთარი თავის დაცვა უწევთ სექსუალური ძალადობისგან, მონური შრომისგან და იძულებით ქორწინებისგან. მათ ასევე არ აქვთ საშულება სკოლაში იარონ და განათლება მიიღონ.“

გაეროს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სირიელი ბავშვი ერაყსა და იორდანიაში სამხედრო წრთვნებს გადის. მათი რაოდენობა იორდანიაში, ლიბანსა და ერაყში სამი ათას ხუთასამდეა. ეს ის ბავშვები არიან, ვინც დაობლდა ან საკუთარ ოჯახს ჩამოსცილდა.
XS
SM
MD
LG